ადამიანი-ობობა: სახლისკენ გზა არ არის

ადამიანი-ობობა: სახლისკენ გზა არ არის 2021

7.93

ადამიანი ობობას კინემატოგრაფიულ ისტორიაში პირველად, ჩვენი მეგობრული გმირის ვინაობას ნათელი ეფინება. ნიღბის მოხსნის შემდეგ პიტერ პარკერი საკუთარი ცხოვრებისა და გმირის მოულოდნელობებით აღსავსე ცხოვრების ერთმანეთისგან გამიჯვნას ვეღარ ახერხებს. მაშინ კი, როცა ის დახმარებას დოქტორ სთრეინჯს სთხოვს, სიტუაცია უფრო მეტად იძაბება, რაც გმირს აიძულებს რომ ადამიან ობობად ყოფნის რეალური არსი გაითავისოს.

2021

დამოუკიდებლობის დღე

დამოუკიდებლობის დღე 1996

6.90

ის, რასაც ასე ელოდნენ, მოხდა - დედამიწაზე უცხოპლანეტელები ჩამოფრინდნენ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათი ხომალდები ამხელა და ამდენი იქნებოდა. მაგრამ აღტაცება და გაოცება საშინელებად გადაიქცევა, როდესაც კოსმოსური იარაღი ამოქმედდება და ქალაქებს ნანგრევებად აქცევს. გადარჩენილი ადამიანები უნდა გაერთიანდნენ, რათა მტერს საერთო ძალებით შეუტიონ

1996

კობრა

კობრა 1986

6.14

ის - "კობრა" - პოლიციის ერთკაციანი თავდასხმის რაზმი, ის იღებს სისხლიან სამუშაოს, რომლის აღებაც არავის სურს (ან გაბედავს). ის მიდის მკვლელის კვალზე, რასაც მოჰყვება მანიაკი კრიმინალების მთელი არმია, რომელიც ცდილობს გაანადგუროს მათი სისხლიანი ბაქანალიის მოწმე. მაგრამ, საბედნიეროდ, ის კობრას მფარველობის ქვეშ ექცევა.

1986

დაუმარცხებელი 3: გამოსყიდვა

დაუმარცხებელი 3: გამოსყიდვა 2010

7.55

რუსი პატიმარი, ბოიკა მუხლის ტრავმის გამო, რომელიც "გასაჩივრებას არ ექვემდებარება 2"-ის ბოლოს მიიღო, დაკოჭლდა. იგი აღარ არის ციხის ისეთი სახიფათო მოჩხუბარი, როგორიც იყო. უკვე იმდენად დაეცა, რომ მხოლოდ ტუალეტების მწმენდავად თუ გამოდგება, მაგრამ როდესაც ციხის ჩხუბების ახალი, უკვე საერთაშორისო ტურნირი იწყება, იგი მსოფლიოს ციხეების საუკეთესო მოჩხუბრებს უნდა შეხვდეს. გამარჯვებულის ციხიდან გაშვების პირობით შეგულიანებულმა ბოიკამ - უნდა აღიდგინოს საკუთარი ღირსება და იბრძოლოს ტურნირში თავისი ადგილის მოსაპოვებლად.

2010

დაუმარცხებელი

დაუმარცხებელი 2002

6.51

მსოფლიო ჩემპიონი კრივში – ჯეიმს ჩემბერსი, გაუპატიურების ბრალდებით ციხეში ხვდება. მას ვარსკვლავის ტიტული ჩამოერთმევა და სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის, სადაც უკვე 10 წელია ზის ხელშეუხებელი ჩემპიონი მონრო ჰატჩინსი. დაუმარცხებელი ჩემბერსი დარწმუნებულია, რომ დედამიწაზე მისი მომრევი არავინაა. ის ყოველთვის მზადაა, ეს დაამტკიცოს. თუმცა, არც ჰატჩინსს სურს დამარცხება. სიკვდილ–სიცოცხლის ბრძოლა იწყება.

2002